Ikoo

  • ქვეყანა გერმანია
დაარსების დღიდან (2012 წელი), კომპანიამ დაიწყო პროდუქტის IKOO home და pocket სავარცხლის წარმოება. მათი წარმატება დაიწყო 2013 წლიდან, როდესაც კომპანია საგრძნობლად გაიზარდა და დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი სილამაზისა და თმის მოვლის ინდუსტრიაში.
2015 წლიდან კომპანიამ დაიწყო მეტალის სერიის წარმოება და მოიპოვა კიდევ უფრო დიდი წარმატება ბაზარზე.
არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა 2016 წელს კომპანიის მიერ შექმნილი ინოვაციური სავარცხელი "ელექტრო სტაილერი" - e-styler.



მაღალი ხარისხის კერამიკული ფირფიტები

37 ცალი მაღალი ხარისხის კერამიკული ფირფიტები უზრუნველყოფს სითბოს თანაბარ განაწილებას თმის ვარცხნის პროცესში, შედეგად თმის ძირის სტრუქტურა არ ზიანდება და თმა ინარჩუნებს ბუნებრივ ეფექტს.


ინოვაციური პროდუქტი რომელიც დაზოგავს თქვენი დროისა და ძალისხმევის 50 %-ს

ელექტრო სტაილერი  აერთიანებს  როგორც სავარცხლის ისე გასასწორებლის ფუნქციას. თმა სრიალებს ფირფიტებში ზედმეტი ძალდატანების გარეშე. გათბობისა და სპეციალური off set arrangement“ ფუნქციის კომბინაციით, კერამიკული ფირფიტები მიანიჭებს თქვენს თმა ბზინვარებას. სითბოს განაწილების ფუნქციის მეშვეობით თქვენ სწრაფად და მარტივად მიიღებთ სასურველ ვარცხნილობას.    

იონური ფუნქცია, დამუხტული თმისგან დაცვა

ინტეგრირებული იონიზაციის ტექნოლოგია ანიჭებს თქვენს თმას ბზინვარე, პრიალა, ატლასისებურ ელფერს. ის აგრეთვე იცავს თმას დამუხტვისგან. პრაქტიკული ჩართვა/გამორთვის ღილაკი ამ ფუნქციის გამოყენების საშუალებას გაძლევთ. თქვენ თავად გადაწყვეტთ როდის გამოიყენოთ იონიზაციის ფუნქცია.

ტემპერატურის  რეგულირება სხვადასხვა ტიპის თმისთვის

ყველა თმა ერთნაირი არაა. მაგალითად თხელი თმა არ საჭიროებს მაღალი ტემპერატურის, გამოყენებას, ხოლო სქელი თმა კი პირიქით. ეს პრობლემას არ წარმოადგენს  ელექტრო სტაილერისთვის. 5 ტემპერატურული რეჟიმი 150-230 გრადუსს შორის, გაძლევთ შესაძლებლობას აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ტემპერატურა თმის სტრუქტურიდან გამომდინარე.

უსაფრთხოება და დაცვა

რეზინის იზოლაცია. ელემენტის გათბობა. დაცვა თავაკის გაცხელებისას. ავტომატური გათიშვა 30 წუთის შემდეგ. ეს ყველაფერი უფრო უსაფრთხოს ხდის  ikoo ელექტრო სტაილერს.



პირველი ექსტრავაგანტული სავარცხელი Ikoo paddle X.



Ikoo Paradise კოლექცია წარმოდგენილია 5 სხვადასხვა ფერით.

         




Ikoo პროდუქციის შეძენა ასევე შეგიძლიათ:

Image result for გალერია თბილისი ლოგო