Valera

კომპანია Ligo Electric SA 1955 წლიდან თმის მოვლის მოწყობილობებს აწარმოებს

Valera ბრენდის ქვეშ. ყოველწლიურად ქარხანა (ქ. ლიგორნეტო, შვეიცარია) 1.5 მილიონზე მეტ თმის საშრობ მოწყობილობას აწარმოებს.

Valera – შვეიცარიული ბრენდისაერთაშორისოდ აღიარებული ლოგო შვეიცარიული ჯვარი “SWISS CROSS” არის ბრენდის მაღალი ხარისხის, შვეიცარიული სიზუსტის და საიმედოობის გარანტი. თმის საშრობის, თმის უთოს, ასევე, მანიკიურისა და პედიკიურის მოწყობილობების წარმოება ხდება მხოლოდ შვეიცარიის ქარხანაში.

Valera – ს პროფესიონალი დერმატოლოგები და ტრიქოლოგები მუდმივად ატარებენ კვლევებს, რათა თმის მოწყობილობების გამოყენების დროს მაქსიმალურად შეაფერხონ თმის დაზიანების რისკი. სწორედ ამიტომ მოწყობილობების გამოყენების პროცესში თმა ხდება ბზინვარე და დამყოლი.

Valera მჭიდროდ თანამშრომლობს ცნობილ პროფესიონალ სტილისტებთან და მონაწილეობას იღებს თმის პროფესიონალური ინდუსტრიის ძირითად ჩვენებებში, სადაც აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ცნობილი და წარმატებული ბრენდი.

მოწყობილობების ტექნიკური უპირატესობები:

  • სუპერ გრძელვადიანი ელექტრომოტორი ENDURO BLDC
  • Smart Airflow ტექნოლოგია
  • ვენტილატორი FLON
  • ცვლადი დენის გამძლე ელექტრო ძრავი
  • გამწმენდი ფილტრი Sanafilter
  • იონური კონდიცირების ფუნქცია
  • ტურმალინის ტექნოლოგია – მძლავრი იონების კონდიცირება
  • დაპატენტებული ZOOM – დიფუზორი
  • ტექნოლოგია Nano – ვერცხლის  ნაწილაკი
  • ტიტანი და კერამიკული საფარი

Remington  

Remington – ის დაარსების ისტორია უკავშირდება ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებლებს E. Remington and Sons-ს, რომელიც დაარსდა 1816 წელს. მოგვიანებით კომპანია ჩამოშორდა იარაღის მწარმოებელს და 1927 წელს გაერთიანდა Rand Kardex Corporation თან.

1937 წელს Remington Products Company LLC  შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში. პირველი პროდუქტი, რომელიც განვითარებისა და რებრენდინგის შემდეგ კომპანიამ გამოუშვა  მამაკაცის ელექტრო საპარსი იყო, ხოლო მოგვიანებით ქალის ელექტრო საპარსი აწარმოა.

Remington -ის საპარსი საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა, შედეგად კომპანიამ გადაწყვიტა შეექმნა პროფესიონალური თავის მოვლის მოწყობილობები. 

მას შემდეგ 80 წლის მანძილზე, Remington წამყვანი N1 ამერიკული ბრენდია თმის მოვლის მოწყობილობებში.

თმის მოვლის მოწყობილობები გამორჩეულია სერიების მიხედვით:

  • Silk Series – აბრეშუმის ხაზი
  • keratin Terapy Technologies -კერატინის შემცველი სერია,
  • Moroccan Argan Oilმაროკოული არგანის ზეთისა და ვიტამინ E-ს  შემცველი სერია.