წესები და პირობები:
ტერმინები და განმარტებები
მყიდველი — ფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია განზრახვა შეუკვეთოს ან შეიძინოს საქონელი ან საქონლის დამკვეთი, შემძენი ან გამომყენებელი, რომელმაც განათავსა შეკვეთა საიტზე www.bcorner.ge ან შეკვეთის ფორმირებისას საქონლის მიმღებად მითითებული (მოხსენიებული) პირი.
მიმღები — მყიდველის მიერ შეკვეთის ფორმირებისას მითითებული (მოხსენიებული) ფიზიკური პირი, რომლის მისამართზეც გამყიდველის მიერ ხდება საქონელის მიწოდება.
გამყიდველი — შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება «სქაიმაქს ჯეორჯია», რომელიც ახორციელებს საქონლის რეალიზაციას მყიდველებზე სავაჭრო ობიექტის ფარგლებს გარეთ, ე.ი. დისტანციური ფორმით, ინტერნეტის გლობალური ქსელის მეშვეობით ინტერნეტ-მაღაზიიდან.
საიტი — ინტერნეტის ქსელში, მისამართზე: www.bcorner.ge განთავსებული ინფორმაციული რესურსებისა და სერვისების ერთობლიობა. საიტი ეკუთვნის გამყიდველს და იგი ახორციელებს მის ადმინისტრირებას.
ინტერნეტ – მაღაზია — საიტი, რომელზეც მყიდველს შეუძლია გაეცნოს წარმოდგენილ საქონელს, მის აღწერას, ფოტოსურათებს და ფასს, ამასთანავე მყიდველს ეძლევა საშუალება გააკეთოს გარკვეული საქონლის (საქონლის ჯგუფის), მისი გადახდის ფორმის, მყიდველისათვის ან მიმწოდებლისათვის საქონლის მიწოდების პირობების არჩევა, დაკვეთის ფორმირება და გამყიდველისათვის ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით მისი გაგზავნა.
შეკვეთა — ინტერნეტის ქსელის მეშვეობით და/ან გადაცემული მყიდველის მიერ გამყიდველისათვის ტელეფონის მეშვეობით ინტერნეტ-მაღაზიაში არჩეული საქონლის შეძენის, მოთხოვნაში მითითებულ მისამართზე მისი მიწოდების მოთხოვნა.
მისამართი — საქონლის მიწოდების ადგილის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლებიც მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ქალაქის, ქუჩის დასახელებას, შენობის (სახლის, კორპუსის) ნომერს და არსებობის შემთხვევაში – ბინის (ოთახის, ოფისის) ნომერს.
საქონელი — ყიდვა-გაყიდვის ობიექტი, რომელიც არ არის ამოღებული და შეზღუდული სამოქალაქო ბრუნვაში და წარმოდგენილია გასაყიდად ინტერნეტ-მაღაზიაში.
მიწოდების სამსახური — გამყიდველის ქვედანაყოფი ან სხვა იურიდიული პირი, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე უწევს გამყიდველს მყიდველებისათვის შეკვეთის მიწოდების მომსახურებას.
- 1. ზოგადი დებულებები
1.1 «ინტერნეტ – მაღაზიაში საქონლის გაყიდვის» წინამდებარე წესები (შემდგომში – წესები, განსაზღვრავენ ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით საქონლის ყიდვა-გაყიდვის წესს. ერთობლივი მოხსენიებისას გამყიდველს და მყიდველს აგრეთვე უწოდებენ “მხარეებს”, ხოლო თითოეულ მათგანს – მხარეს.
1.2 თითოეული მხარე აძლევს მეორე მხარეს გარანტიას, რომ გააჩნია საჭირო სამართლებრივი უფლება და ქმედითუნარიანობა, რომელიც საკმარისია ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებისა და შესრულებისათვის.
1.3 ინტერნეტ – მაღაზიის მეშვეობით საქონლის შეძენისას მყიდველი იღებს და ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულებაში მოცემულ ყველა პირობას და აგრეთვე გამყიდველის მიერ შეკვეთის მიღების მომენტში საიტზე განთავსებულ ინფორმაციას.
1.4 მხარეთა შორის ურთიერთობის მიმართ გამოიყენება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის საქართველოს კანონი “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”.
1.5 გამყიდველი იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე წესებში, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას რეგულარულად ადევნოს თვალყური წესების ცვლილებებს, რომლებიც განთავსებულია ინტერნეტ – მაღაზიის ქვეთავებში.
- 2. ინტერნეტ – მაღაზიაში რეგისტრაცია
2.1 ინტერნეტ – მაღაზიაში შეკვეთის გაფორმება შეუძლია როგორც რეგისტრირებულ ისე არარეგისტრირებულ მომხმარებელს.
2.2 გამყიდველი არ არის პასუხისმგებელი მყიდველის მიერ რეგისტრაციისას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტესა და სისწორეზე.
2.3 ინტერნეტ – მაღაზიაში რეგისტრაცია უზრუნველყოფს დამატებით სერვისებთან წვდომას.
2.4 ინტერნეტ – მაღაზიაში დარეგისტრირებულ პირს ენიჭება ინდივიდუალური სახელი და პაროლი. მყიდველის მიერ სახელისა და პაროლის მესამე მხარისათვის გადაცემა აკრძალულია, მყიდველი პასუხისმგებელია ყველა შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე, სახელისა და პაროლის მესამე მხარისათვის გადაცემის შემთხვევაში.
- 3. შეკვეთის გაფორმებისა და შესრულების ვადები
3.1 მყიდველის მიერ შეკვეთის გაფორმება შეიძლება ტელეფონით ან ინტერნეტის ქსელის მეშვეობით.
3.2 შეკვეთის გაფორმებისას მყიდველი ატყობინებს გამყიდველს შეკვეთის გასაფორმებლად საჭირო ინფორმაციას: სახელს, გვარს, მყიდველის ან შეკვეთის მიმღების პირად ნომერს, საქონლის მიწოდების ადგილის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონს (გადახდის მოდელსა და ფორმას).
3.3 ინტერნეტის ქსელის მეშვეობით შეკვეთის გაფორმებისას მყიდველი ავსებს საქონლის შეკვეთის ელექტრონულ ფორმას და უგზავნის გამყიდველს შეკვეთას ინტერნეტის ქსელის მეშვეობით.
3.4 შეკვეთის მიღების შემდეგ გამყიდველი ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ათანხმებს შეკვეთის მონაცემებს მყიდველთან, მათ შორის საქონლის მიწოდების ადგილს, თარიღსა და დროს. აღნიშნული თარიღი და დრო დამოკიდებულია მიწოდების რეგიონზე და შეკვეთის დამუშავებისათვის საჭირო დროზე.
3.5 იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთის მიღების შემდეგ აღმოჩნდება, რომ გამყიდველის საწყობში არ არის შეკვეთილი საქონლის საჭირო რაოდენობა, გამყიდველი ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ატყობინებს ამის თაობაზე მყიდველს. მყიდველი უფლებამოსილია დათანხმდეს და მიიღოს გამყიდველის ხელთ არსებული საქონლის რაოდენობა ან გააუქმოს საქონლის აღნიშნული პოზიცია შეკვეთიდან. შეტყობინების მიღებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში მყიდველის პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში გამყიდველი უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა სრული მოცულობით. შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, მყიდველის მიერ ავანსად გადახდილი საქონლის ღირებულება უკან უბრუნდება მყიდველს 3 (სამი) საბანკო დღის ვადაში.
3.6 მყიდველს უფლება აქვს საქონლის მიღებამდე გამყიდველთან სატელეფონო ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეტყობინების გზით შეცვალოს შეკვეთის შემადგენლობა.
3.7 საიტზე წარმოდგენილი ყველა მასალა ატარებს ინფორმაციულ ხასიათს და სრულად არ გადმოსცემს სარწმუნო ინფორმაციას საქონლის თვისებებისა და მახასიათებლების შესახებ, ფერის, ზომებისა და ფორმების ჩათვლით. საქონლის თვისებებსა და მახასიათებლებთან დაკავშირებით მყიდველის მხრიდან კითხვების გაჩენის შემთხვევაში, მყიდველმა შეკვეთის გაფორმებამდე უნდა მიმართოს გამყიდველს ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
- 4. შეკვეთის მიწოდება
4.1 გამყიდველი გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას შესაბამის შეკვეთაში მითითებული საქონლის მიწოდების ვადის დასაცავად, თუმცა დაყოვნება შეკვეთის მიწოდებაში შესაძლებელია გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო, რომლებიც წარმოიშვა გამყიდველისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
4.2 საქონლის შემთხვევითი განადგურების ან შემთხვევითი დაზიანების რისკი გადადის გამყიდველიდან მყიდველზე ან მიმღებზე მისთვის საქონლის მიწოდების და მყიდველის ან მიმღების მიერ შეკვეთის მიწოდების დამადასტურებელ დოკუმენტზე ხელის მოწერის მომენტიდან.
4.3 მიწოდების ფორმები:
– საკურიერო მიწოდება;
– მაღაზიიდან თვითგატანა
* დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ქვეთავში მიწოდება და გადახდა
4.4 მიწოდებისას შეკვეთილი საქონელი გადაეცემა მყიდველს ან მიმღებს. წინასწარ გადახდილი შეკვეთის მიწოდებისას, მიწოდების განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია მოითხოვოს მყიდველის ან მიმღების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა.
4.5 საქონელთან ერთად მყიდველს ან მიმღებს გადაეცემა:
– საკასო ჩეკი ან ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი;
– საქონლის ექსპლუატაციის ინსტრუქცია სხვადასხვა ენაზე
– საგარანტიო ტალონი
4.6 საქონლის მიღებისას მყიდველი ან მიმღები, საქონლის მიწოდების განმახორციელებელი პირის თანდასწრებით ამოწმებს საქონლის გარეგნულ სახეს და კომპლექტაციას. გაყიდვის შემდგომი პრეტენზიები კომპლექტაციასა და გარეგნულ დაზიანებაზე არ მიიღება. (გარდა საგარანტიო შემთხვევებისა, დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ქვეთავში „გარანტია და სერვისი”)
4.7 იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების სამსახურში გადაცემული საქონელი შეუძლებელია მიწოდებულ იქნას მყიდველისათვის ამ უკანასკნელის მიზეზით (არასწორად არის მითითებული მისამართი, არ პასუხობს მიწოდების სამსახურის თანამშრომელთა სატელეფონო ზარებზე) შეკვეთა განმეორებით იგზავნება კლიენტთან მხოლოდ საკურიერო მომსახურების ღირებულების გადახდის შემთხვევაში. საკურიერო მომსახურების ღირებულების გაანგარიშება ხდება ინდივიდუალურად მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.
- 5. შეკვეთის ღირებულების გადახდა
5.1 საქონლის ღირებულება მოცემულია ინტერნეტ – მაღაზიის გვერდზე საქონლის დასახელების გვერდით.
5.2 საქონლის ღირებულება ინტერნეტ – მაღაზიის გვერდზე შეიძლება ცალმხრივად შეიცვალოს გამყიდველის მიერ. ამასთანავე ფასი იმ საქონელზე, რომელზეც გაფორმებულია შეკვეთა, არ ექვემდებარება ცვლილებას.
5.3 საქონლის ღირებულების გადახდის ფორმა დამოკიდებულია მყიდველის მიერ შეკვეთის გაფორმებისას არჩეული გადახდის ფორმაზე.
5.4 გადახდის შესაძლო ფორმებია:
- ნაღდი ანგარიშსწორება
- უნაღდო ანგარიშსწორება
- ბარათით გადახდა ონლაინ
- განვადება სს „თიბისი ბანკი”
- POS ტერმინალით ანგარიშსწორება
* დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ქვეთავში “მიწოდება და გადახდა“
- 6. საქონლის გადაცვლა ან დაბრუნება
6.1 მყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს უარი განაცხადოს შეკვეთილი საქონლის მიღებაზე მის მიწოდებამდე, ხოლო საქონლის მიღების შემდეგ 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში. არასათანადო ხარისხის საქონლის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენარჩუნებულია მისი სავაჭრო იერი, სამომხმარებლო თვისებები და აგრეთვე წარმოდგენილია აღნიშნული საქონლის შეძენის ფაქტისა და პირობების დამადასტურებელი დოკუმენტები.
6.2 დასაშვებია მხოლოდ ორიგინალურ შეფუთვაში მოცემული გამოუყენებელი საქონლის გადაცვლა, მისი მიღების დღიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში.
6.3 სათანადო ხარისხის საქონლის გადაცვლა ან უკან დაბრუნება ხორციელდება მყიდველის ხარჯზე, გამყიდველის ინტერნეტ – მაღაზიის ადგილმდებარეობის მიხედვით.
6.4 საქონლის დაბრუნება და გადაცვლა ხორციელდება მყიდველის მიერ ელექტრონული ფორმით მოწოდებული განაცხადის საფუძველზე გამყიდველის ელ. ფოსტაზე [email protected].
6.5 მყიდველის მიერ სათანადო ხარისხის საქონლის დაბრუნებისას დგება ზედნადები და საქონლის დაბრუნების აქტი, რომელშიც მითითებულია:
– გამყიდველის სრული საფირმო სახელწოდება (დასახელება);
– მყიდველის სახელი, გვარი;
– საქონლის დასახელება;
– ხელშეკრულების დადებისა და საქონლის გადაცემის თარიღები;
– დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხა;
– გამყიდველის და მყიდველის ხელმოწერები;
6.6 მყიდველმა, რომელმაც შეიძინა არასათანადო ხარისხის საქონელი, თუ აღნიშნულის შესახებ არ შეატყობინა გამყიდველმა, უფლებამოსილია მოითხოვოს:
– საქონლის წუნის უსასყიდლოდ აღმოფხვრა;
– შესყიდვის ფასის თანაფარდობითი შემცირება;
– ანალოგიური ან სხვა დასახელების საქონლით შეცვლა, შესყიდვის ფასის შესაბამისი გადაანგარიშებით. ამასთანავე, ტექნიკურად რთულ და ძვირადღირებულ საქონელთან მიმართებაში მყიდველის ეს მოთხოვნები ექვემდებარება დაკმაყოფილებას არსებითი წუნის აღმოჩენის შემთხვევაში.
– შეკვეთის გაუქმება და საქონელში გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.
6.7 საქონლის დაბრუნებისა და გადაცვლის საკითხები თანხმდება თითოეულ მყიდველთან ინდივიდუალურად, ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
- 7. საბანკო განვადება
7.1 მყიდველს შეუძლია ისარგებლოს სს “თიბისი ბანკი“-ს 6 (ექვსი) და 12 (თორმეტი) თვიანი უპროცენტო განვადებით.
7.1.1 მყიდველს შეუძლია ასევე ისარგებლოს 24 თვემდე განვადებით, ამ შემთხვევაში ის გადაიხდის დამატებით პროცენტს ბანკის სასარგებლოდ. საკომისიოს გაანგარიშება წარმოებს თითოეულ კლიენტთან ინდივიდუალურად, რომელიც დამოკიდებულია კლიენტის მიერ არჩეული თვეების რაოდენობაზე, თანამონაწილეობის თანხის რაოდენობასა და სხვა რიგ ფაქტორებზე.
განვადების დამტკიცების შემდეგ ბანკის განვადების მენეჯერი უკავშირდება კლიენტს და დეტალურად უხსნის განვადებასთან დაკავშირებულ ყველა პირობას.
7.2 განვადების გაფორმების წესები:
7.2.1. მყიდველის მიერ განვადების გაფორმება შესაძლებელია მის მიერ ინტერნეტ – მაღაზიაში წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.
7.2.2. შეკვეთის გაფორმებისას პროდუქტის ფასის ქვევით ირჩევთ ღილაკს “განვადებით ყიდვა”, შეავსეთ შემოთავაზებული ფორმა და მონიშნეთ ღილაკი „განვადების გაფორმება”. შემდეგ გაიხსნება ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ბანკი, გაეცნოთ განვადების პირობებს და მონიშნოთ ღილაკი „განვადების გაფორმება”. თქვენ ავტომატურად გადადიხართ ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე, სადაც ავსებთ განვადებაზე ელექტრონულ განაცხადს, რომელსაც ეთანხმებით ელექტრონული ფორმის დადასტურებით (ელექტრონული თანხმობა) ან/და ბანკის მიერ განსაზღვრული იდენტიფიცირების სხვა ფორმით, რაც ითვლება მყიდველის მიერ მატერიალურ დოკუმენტზე თანხმობის განცხადების/ნების გამოხატვის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ;
* შენიშვნა: თუ თქვენ გსურთ რამოდენიმე პროდუქტზე განვადების გაფორმება, სასურველი პროდუქტები მოათავსეთ „კალათაში“ (მონიშნეთ ღილაკი „კალათაში დამატება“) შემდეგ „კალათაში“ „განვადების გაფორმება”. შემდეგ გაიხსნება ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ბანკი, გაეცნოთ განვადების პირობებს და მონიშნოთ ღილაკი „განვადების გაფორმება”. თქვენ ავტომატურად გადადიხართ ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე, სადაც ავსებთ განვადებაზე ელექტრონულ განაცხადს.
7.2.3. ელექტრონული განაცხადის შევსებისა და დადასტურებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) საბანკო დღის ვადაში, ბანკი განიხილავს მყიდველისათვის კრედიტის გაცემის საკითხს და მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ატყობინებს კლიენტს განაცხადში მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე ელექტრონული ფოსტის, ფიჭური კავშირგაბმულობის ან/და ბანკის მიერ შემდგომში განსაზღვრული კომუნიკაციის სხვა საშუალებებით.
7.3 მყიდველმა, რომელმაც შეიძინა წუნდებული (ნაკლის მქონე) საქონელი განვადებით და საქონლის გაცვლის პირობის გარეშე სურს უკან დააბრუნოს იგი, მაშინ გამყიდველი წერილობითი სახით აცნობებს ბანკს აღნიშნულის შესახებ, ხოლო ბანკი გააუქმებს მყიდველთან დადებულ საკრედიტო ხელშეკრულებას ამ უკანასკნელთან შეთანხმების საფუძველზე. ამასთან გამყიდველი არ აგებს პასუხს მყიდველის მიერ ბანკისთვის დამატებით გადახდილი სარგებლის დაბრუნებაზე, რაც რეგულირდება მყიდველსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
- 8. გარანტია და პასუხისმგებლობა
8.1 გამყიდველი არ აგებს პასუხს ზიანზე, რომელიც მიადგა მყიდველს ინტერნეტ – მაღაზიაში შეძენილი საქონლის არასათანადოდ გამოყენების შედეგად.
8.2 გამყიდველი არ აგებს პასუხს ზიანზე, რომელიც წარმოიშვა შემდეგი მიზეზებით:
– შეკვეთის ფორმის არასწორად შევსება, მათ შორის პერსონალური მონაცემების არასწორად მითითება;
– მესამე პირების არამართლზომიერი ქმედება;
8.3 მყიდველი პასუხისმგებელია მის მიერ ინტერნეტ – მაღაზიაში რეგისტრაციისას სარწმუნო მონაცემების მითითებაზე.
8.4 მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან მათი მოვალეობების სრულად ან ნაწილობრივად შეუსრულებლობის გამო, თუ ამგვარი შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მქონე გარემოებების ზემოქმედებით, საგანგებო ხასიათის მოვლენათა შედეგად, რომელთა გათვალისწინება და თავიდან აცილება მხარეების მიერ შეუძლებელი იყო.
8.5 ყველა იმ შემთხვევებზე, რომლებიც არ არის გათვალისწინებული 8.4 პუნქტით, მხარეები მოვალეობების შეუსრულებლობისა ან და არაჯეროვანი შესრულებისას პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
- 9. პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა
9.1 ინტერნეტ – მაღაზიაში რეგისტრაციისას მყიდველი წარმოადგენს შემდეგ ინფორმაციას: გვარი, სახელი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, პაროლი და ტელეფონის ნომერი.
9.2 გამყიდველი იყენებს მყიდველისაგან მიღებულ ინფორმაციას:
– მყიდველის ინტერნეტ – მაღაზიაში რეგისტრაციისათვის;
– მყიდველის წინაშე თავისი ვალდებულებების შესასრულებლად;
– ინტერნეტ – მაღაზიის მუშაობის შეფასებისა და ანალიზისათვის;
– გამყიდველის მიერ ჩატარებულ აქციებში გამარჯვებულის გამოსავლენად;
9.3 გამყიდველი უფლებამოსილია დაუგზავნოს მყიდველს სარეკლამო ხასიათის ინფორმაცია. იმ შემთხვევაში თუ მყიდველს არ სურს მიიღოს ამგვარი ინფორმაცია, მან უარი უნდა განაცხადოს დაგზავნის მიღებაზე ელექტრონულ ფოსტაზე [email protected] მიმართვით.
9.4 გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას არ გაამჟღავნოს მყიდველისაგან მიღებული ინფორმაცია. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევები.
- 10. სხვა პირობები
10.1 გამყიდველს და მყიდველს შორის არსებულ ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა.
10.2 მყიდველი იძლევა გარანტიას, რომ წინამდებარე წესების ყველა პირობა მისთვის გასაგებია და იგი იღებს მათ უპირობოდ და სრული მოცულობით.
10.3 მყიდველის მხრიდან კითხვებისა და პრეტენზიების წარმოშობის შემთხვევაში, მან ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უნდა მიმართოს გამყიდველის კლიენტებთან მუშაობის სამსახურს.
10.4 ყველა წარმოშობილ დავას მხარეები შეეცდებიან გადაწყვიტონ მოლაპარაკების გზით, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.