Adler AD2836 თმის და წვერის საკრეჭი არის უნივერსალური ნაკრები მარტივი მოვლისთვის. ურთიერთშემცვლელი თავაკების დახმარებით შეგიძლიათ შეიჭრათ თმა და მოიწესრიგოთ წვერი. ტრიმერს აქვს 4 სხვადასხვა ზომის თავაკი (1.5, 3, 4.5 , 6 მმ ), რომლითაც თმის სიგრძის რეგულირებას შეძლებთ. აქვს ტიტანით დაფარული კერამიკული დანის პირი, რომელიც გამძლეა და საშუალებას გაძლევთ ზუსტად შეისწოროთ წვერი.
მოწყობილობას აქვს ჩაშენებული 1400 mAh მოცულობის ლითიუმის ბატარეა, რომელიც 300 წუთი მუშაობს, დასამუხტად კი 2 საათი სჭირდება. Adler AD2944 იმუხტება 2 მ სიგრძის USB Type-C კაბელით. ტრიმერის კორპუსზე განთავსებულია ღილაკები, რომელთა დახმარებითაც მარტივად ჩართავთ და გამორთავთ მოწყობილობას.
ტრიმერს აქვს ერგონომიული, ხელის ფორმებს მორგებული დიზაინი, რაც უფრო გაგიმარტივებთ მის გამოყენებას. კომპლექტაციაშია Adler AD2836 თმის საკრეჭი, 4 x თავაკი, დამტენი კაბელი, საწმენდი ფუნჯი და ზეთის ბოთლი.