ფენი Remington AC8820 Keratin Protect Hair Dryer
Remington AC8820 მძლავრი 2200 ვატიანი ფენი სწრაფად და მარტივად აშრობს თმას ოპტიმალურ ტემპერატურაზე. ამასთან, ინოვაციური იონიზაციის მეთოდით, გამოიმუშავებს მეტ იონს, შესაბამისად თმას, გაშრობის შემდეგ, ბევრად გლუვ და დამყოლს ხდის. საკუთარი ინდივიდუალური სტილის შექმნა აღარ ნიშნავს კომპრომისზე წასვლას თქვენი თმის სიჯანსაღის ხარჯზე – ფენი უზრუნველყოფს თმის სამმაგ დაცვას მიკრო კონდიცირების, იონიზაციის და კერამიკული საფარის წყალობით. აქვს კერატინითა და ნუშის ზეთით გამდიდრებული კერამიკული გრილი თმისთვის აბრეშუმისებრი ეფექტის მისანიჭებლად
Remington AC8820 თანაბრად ანაწილებს სითბოს და სძენს თმას გლუვ, მბზინვარე ეფექტს. ფენს აქვს ცივი ჰაერის დაბერვის შესაძლებლობა, გახურების 3 რეჟიმი და დაბერვის სიმძლავრის 2 დონე
ფენს მოყვება: დიფუზორი – ბუნებრივი კულულების მისაღებად, კონცენტრატორი – თმის სწრაფად და თანაბრად გაშრობისთვის, ფენის და აქსესუარების დახმარებით შეგიძლიათ პროფესიონალური დონის ვარცხნილობა გაიკეთოთ სახლიდან გაუსვლელად
ყველანაირი ვარცხნილობის დაყენება თმის გაშრობით იწყება, იონური კონდიცირების ტექნოლოგიით აღჭურვილი Remington AC8820 თმის საშრობი არის გასაღები თმისთვის ბზინვარე, გლუვი და აბრეშუმისებრი ეფექტის მისანიჭებლად